“ვაკის ხორცპროდუქტები“ 2021 წელს რეგიონებში საფირმო მაღაზიებს გახსნის
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ვაკის ხორცპროდუქტები“ მომავალ წელს საფირმო მაღაზიების გაფართოებას გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენარალურმა დირექტორმა ლევან ჩხაიძემ განუცხადა, დაგეგმილია რეგიონებში გასვლა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია საფირმო მაღაზიების მხრივ მხოლოდ თბილისში, 9 ობიექტითაა წარმოდგენილი.
რაც შეეხება პროდუციას და რეალიზაციას, როგორც ჩხაიძე აცხადებს, კომპანიის მიმდინარე გაყიდვები გასული წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია. დღეს კომპანია 75-მდე სახეობის ხორცპროდუქტებს აწარმოებს.
მისი განცხადებით, კომპანიამ წარმოება გასულ წელს, გლდანში მდებარე ახალ ქარხანაში გააგრძელა.
მანამდე კი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიამ „ვაკის ხორცპროდუქტების“ ქარხანა მთლიანად გაანადგურა. დაიტბორა საწარმოს მთლიანი ტერიტორია, გაფუჭდა პროდუქციაც. ზარალის სავარაუდო ოდენობამ რამდენიმე მილიონი ლარი შეადგინა.
„ვაკის ხორცპროდუქტებმა„ წარმოება სტიქიიდან დაახლოებით ერთ თვეში განაახლა. კომპანია პროდუქტს შეზღუდული რაოდენობით, ლილოში, „იოლის ქარხანოდან აწარმოებდა.