უზნაძეზე Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნის თარიღი უცნობია
თბილისში, უზნაძის N14-ში Ibis Budget-ის ბრენდის სასტუმროს გახსნის თარიღი ამ დროისთვის უცნობია. პროექტი არქეოლოგიის ყოფილი ცენტრის შენობის ადგილას ხორციელდება. საუბარია, ახალი მრავალფუნქციური სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექის მშენებლობაზე.
როგორც პროექტის მფლობელი კომპანია „ბეტა ჯგუფის“ დირექტორი გიორგი ჯოხაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტი 2022 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე შეჩერებულია.მისი ინფორმაციით,კომპანია სამშენებლო სამუშოებს უახლოეს პერიოდში განაახლებს და პროექტის მშენებლობას დაახლოებით 1.5-2 წელში დაასრულებს.
მისი ინფორმაციით, სასტუმრო 227 ნომრიანი იქნება, ამას ემატება 133 ნომრიანი აპარატამენტი, კომერციული ფართები პირველ სართულზე, 25 მანქანაზე გათვლილი პარკინგი და სივრცეები კაფე-რესტორნებისთვის. კომპლექსს კომპანია „ანაგი“ ააშენებს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 18 მილიონ დოლარია.
კომპანია „ბეტა ჯგუფი“ 2016 წლის ოქტომბერში დაფუძნდა.