ბიზნესი
05/09/2023

"უშარომ“ წარმოება გაზარდა და ასორტიმენტი გააფართოვა

სამკურნალო ჩაისა და სანელებლების მწარმოებელმა კომპანიამ "უშარო“ წარმოება გაზარდა და პროდუქციის ჩამონათვალს ჭაჭა დაამატა, გირჩის, მოცვისა და ბეგთქონდარის არომატებით. ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ს“ კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი სეხნიაძემ განუცხადა.

აღსანიშნავია, რომ "უშარო“ ბაზარზე რამდენიმე წლის წინ 3 სახეობის ჩაით გამოჩნდა, ყოველწლიურად კი პროდუქციის ჩამონათვალს ზრდიდა.

ამ ეტაპზე, წარმოდგენილია ბრენდირებული, თუშეთში მოპოვებული ბეგთქონდარის, თავშავას, დეკას, გვირილასა და კრაზანას ჩაით, ასევე სანელებლებით, მურაბებითა და არყით.

"ჩაის მწარმოებლებში ერთ-ერთი საპატიო ადგილი გვიჭირავს. იმიტომ, რომ ე.წ. ხელნაკეთ ჩაის ვაწარმოებთ. აქედან გამომდინარე, წარმოების გაზრდაზე არ ვფიქრობთ. მცირე მოცულობისა და უმაღლესი ხარისხის წარმოება გვაქვს. არის ეკოლოგიურად სუფთა და იმ ადგილებში არ იკრიფება, სადაც გამონაბოლქვია."- განაცხადა სეხნიაძემ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია პროდუქციის რეალიზაციას შენაქოში არსებულ საკუთარ მაღაზიაში, თბილისის სხვადასხვა ფესტივალებსა და ონლაინ პლატფორმების საშუალებით ახდენს.

ამასთან "უშაროს“ წარმოებული მურაბები, ჩაი და სანელებლები  ინგლისში, ლონდონში არსებულ ქართულ მაღაზიასა და რესტორანში აქტიურად იყიდება.

მიმდინარე წელს კი, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, იგეგმება პროდუქციის გარკვეული რაოდენობის ირლანდიის ბაზარზეც გაგზავნაც.

ცნობისთვის, კომპანია „უშარო“ სამკურნალო ჩაისა და სანელებლების მწარმოებელმა კომპანიაა. პირველი პროდუქცია 2016 წელს გამოუშვა და დღემდე აქტიურ რეჟიმში ჩაის, სანელებლებსა და მურაბებს აწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023