ბიზნესი
18/03/2020
უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევისთვის ₾50 000-ით მხოლოდ 2 კომპანიაა დაჯარიმებული
გასულ წელს შრომის ინსპექციამ 4 806 დარღვევა გამოავლინა.
უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევის გამო, 92 ობიექტს, სამუშაო პროცესი შეუჩერდა.
2 წლის განმავლობაში კრიტიკული დარღვევისთვის კი ორი საწარმო მაქსიმალური სანქციით – 50 000 ლარით დაჯარიმდა.
კომპანიები შრომის ინსპექციის მოთხოვნებიდან ყველაზე ხშირად რისკების შეფასების წესს არღვევდენ.
როგორც უწყების მიერ მომზადებული ანგარიშიდან ირკვევა, 2019-ში დარღვევათა 11% სწორედ ამ მიმართულებაზე მოდიოდა. შემოწმებული საწარმოების 10% უსაფრთხოების სპეციალისტის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა. 9%-ის შემთხვევაში კი პრობლემას ტექნიკური აღჭურვილობის ნორმების უგულვებელყოფა წარმოადგენდა.