ბიზნესი
17/08/2021

უმპა-ლუმპა: თუ ასე გაგრძელდა, ვიფიქრებთ პროფილის შეცვლას

საბავშვო გასართობი ცენტრი უმპა-ლუმპას“ დამფუძნებელი ნინო ღვალაძე „ბიზნესპარტნიორთან“ საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ საბავშვო გასართობი ცენტრები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.

მისი განმარტებით, თუ შეზღუდვები ასე გაგრძელდა და სექტემბრიდან არ იქნა მუშაობა, კომპანია პროფილის შეცვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„4 სექტემბრამდეა შეზღუდვები, მაგრამ ჩვენი სექტორი რამდენად გაიხსნება არ ვიცით, მოვა თუ არა ხალხი ამის შიში მაინც გვაქვს. პანდემია ჩვენს ბიზნესს ყველაზე მეტად შეეხო და თუ რამე დახმარება არ გაგვიწიეს, ასე როდემდე ვიქნებით არ ვიცი,“ - აცხადებს ღვალაძე.  

მისი განცხადებით, ზაფხულის პერიოდი ისედაც პასიურია დარგისთვის, თუმცა, გარუკვეული შეკვეთები მაინც იყო, რაც თავის გატანის საშუალებას იძლეოდა.

„აქამდე აქტივობა იყო მცირე, პანდემიამდელი მაჩვენებელის თითქმის მეოთხედი, გაურკვევლად ვართ, არ ვიცი რა უნდა ვქნათ,“ - აცხადებს ღვალაძე.

შეგახსენებთ, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღინისძიებები, მასობრივი ღონისძიებები; ბავშვთა გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები იმუშავებს 23:00 საათამდე.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022