უკვე ერთი წელია, რაც საქართველოში Glovo-ს სოციალური ინიცატივა, "კურიერებისთვის" ამოქმედდა
ერთი წლის წინ, Glovo-მ, მსოფლიოს ერთ-ერთმა მოწინავე ტექნოლოგიურმა კომპანიამ, სოციალური ინიციატივა, „კურიერებისთვის“ დაანონსა. ინიციატივა განსაკუთრებულია იმით, რომ გიგ-ეკონომიკაში ჩართული ადამიანებისათვის, ის ადგენს სოციალური უფლებების სრულიად განსხვავებულ სტანდარტს, რომელიც მოიცავს სამართლიან ანაზღაურებას, გაუმჯობესებულ დაზღვევას, გაძლიერებულ უსაფრთხოებასა და კურიერთა საზოგადოებაზე ზრუნვას. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც “კურიერებისთვის“ ამოქმედდა.
პროექტის მიზანია Glovo-ს პარტნიორი კურიერიერებისთვის უკეთესი სოციალური უფლებების უზრუნველყოფა და დაწყების დღიდან, ის მათ სხვადასხვა სარგებელს სთავაზობს:
- უფრო სამართლიანი ანაზღაურება: როდესაც საქმე ეხება ანაზღაურებას, რომელიც პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, Glovo-ში დადგენილია სტანდარტი, რომელიც შეესაბამება რეგიონულ საარსებო მინიმუმს და მოიცავს ისეთ ყოველდღიურ ხარჯებს, როგორიცაა მანქანის უზრუნველყოფა, საწვავი და ა.შ. პარალელურად კი, იმ პარტნიორ კურიერებს, ვინც ყველაზე ხშირად იყენებენ აპლიკაციას, „ერთგულების ჯილდოს“ სთავაზობს.
- 360° უსაფრთხოება: დახმარება გაუთვალისწინებელ სიტუაციებში, პირველადი დაზღვევის დაფარვა, უბედური შემთხვევები და მესამე მხარის პასუხისმგებლობა. ახლა, Glovo-ს პარტნიორ კურიერებს აქვთ ფინანსური ანაზღაურება ავადმყოფობის დროს, ერთჯერადი ფინანსური უზრუნველყოფა ბავშვის დაბადების ან შვილად აყვანის შემთხვევაში; ოჯახური პრობლემების შემთხვევაში კი - გადაუდებელ საოჯახო ხარჯებს, Glovo დაფარავს.
გარდა ამისა, Glovo-მ პარტნიორ კურიერებს მისცა წვდომა EASST-ის უსაფრთხოების კურსებზე. ამ სესიებში, მონაწილეობა მიიღო 900-მა პარტნიორმა კურიერმა. მათ მოტოციკლებისა თუ მანქანების უსაფრთხო მართვის და პირველადი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევები გაიმუჯობესეს.
- თანასწორობა და პროაქტიული მენეჯმენტი: სამართლიანი და ხელმისაწვდომი გასაჩივრების პროცესი აპლიკაციიდან გამორთული ყველა პარტნიორი კურიერისთვის, დამოწმებული დამოუკიდებელი სუბიექტის მიერ. გარდა ამისა, ახლად შექმნილი არხები, პარტნიორ კურიერებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, ეს არხები, პარტნიორ კურიერებთან, ღია დიალოგს უზურნველყოფს.
- კურიერების საზოგადოებაზე ზრუნვა: ამ ერთი წლის განმავლობაში, Glovo-ს ინიციატივას Impact Hub-იც შეუერთდა და პარტნიორი კურიერებისთვის, მეწარმეობის კურსები წამოიწყო. გარდა ამისა, საგანგენო სიტუაციებისთვის, აპლიკაციაში SOS ღილაკი ამოქმედდა და შევიწროების თავიდან ასაცილებლად, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა დაინერგა.
ინიციატივის ამოქმედებიდან 1 წლის შემდეგ, შესაძლებელია თამამად ითქვას, რომ ყველა ქვეყანაში ანაზღაურების ყოველკვირეული ზრდა დაფიქსირდა. მაგალითად, საქართველოში, ყოველკვირეული შემოსავალი თითქმის 24%-ით გაიზარდა. ასევე, ზემოთ აღნიშნულმა ბენეფიტებმა, დადებითად იმოქმედა პლატფორმაზე დარეგისტრირებული პარტნიორი კურიერების მოტივაციაზე - საქართველოში, აპლიკაციაში დარეგისტრირებიდან ერთი თვის შემდეგ, კურიერების 90%, კვლავ სარგებლობენ პლატფორმით, ხოლო სამი თვის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 73%-ია. ბენეფიტები ხელმისაწვდომია ყველა კურიერისთვის, საქართველოს 10-ვე ქალაქში, სადაც Glovo ოპერირებს.
ნიკა ლასარეიშვილი, Glovo-ს პარტნიორი კურიერი:
„Couriers Pledge-ის ფარგლებში, ორი ინიციატივით ვისარგებლე: პირველი, ესაა ჯანმრთელობის დაზღვევა და მეორე, ლოალურობის პროგრამა. 8 თვის წინ, როდესაც ჩემი შვილი დაიბადა, სამედიცინო ხარჯების ნაწილი, სწორედ Glovo-მ აანაზღაურა. რაც, ჩემთვის, როგორც კომპანიის პარტნიორისთვის, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ასევე, ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, უკვე მივიღე ლოიალურობის ბონუსი. ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივები, მეტად ზრდის კურიერების მოტივაციას. პირადად მე, უახლოეს მომავალში, საგანმანათლებლო ინიციატივებშიც ვგეგმავ ჩართვას“.
აღსანიშნავია, რომ Glovo არის პირველი კომპანია, რომელმაც წამოიწყო მსგავი ინიციატივა და გიგ-ეკონომიკაში ჩართულ ადამიანებს, უკეთესი სამუშაო პირობები შესთავაზა. ინიციატივის მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით, პოზიტიური გავლენის შექმნა და ინდუსტრიის სხვა მოთამაშეების წახალისება, რათა ერთობლივი ძალებით გაუმჯობესდეს გიგ-ეკონომიკაში არსებული სტანდარტები.
არტემ კოლოსიუკი, Glovo-ს გენერალური მენეჯერი
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც 1 წლის წინ, Glovo-ს ინიციატივა ამოქმდედდა. იმ შედეგებით, რომელიც ამ დროში მივიღეთ, შეიძლება აღინიშნოს, რომ ამ ინიციატივამ, რეალური პოზიტიური შედეგები მოიტანა როგორც ჩვენ პარტნიორი კურიერებისთვის, ასევე, ზოგადად ქვეყნისთვის.
დღეს, ინიციატივა ხელმისაწვდომია 17 000-ზე მეტი პარტნიორი კურიერისთვის პოლონეთში, მაროკოში, საქართველოში, ყაზახეთში, ხორვატიასა და მონტენეგროში. ეს მაჩვენებელი, მსოფლიოს მასშტაბით, Glovo-ს პარტნიორი კურიერების თითქმის მეოთხედს (23%) შეადგენს.
სულ მალე, ინიციატივა „კურიერებისთვის“ ამოქმედდება განაში, კენიაში, სერბეთში, ყირგიზეთში, ბულგარეთსა და ბოსნიაში. რაც ნიშნავს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, თითქმის 22 000-ზე მეტი პარტნიორი კურიერი ისარგებლებს გაუმჯობესებული სამუშაო სტანდარტით“.
Glovo-ს შესახებ
Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. აპლიკაცია, ასევე მოიცავს კატეგორიას „ყველაფერს“, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს, საშუალებას აძლევს, შეუკვეთოს ყველაფერი, რაც უნდა. Glovo, 2015 წელს, ბარსელობაში დაარსდა და არის ტექნოლოგიური, ცვლილებაზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც სამხრეთ ევროპის, ცენტრალურ აზიასა და აფრიკის მასშტაბით, 25 ქვეყნის და 1300-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს. ჩვენი ხედვაა, რომ ყველა ადამიანს, საკუთარ ქალაქში, უნდა ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე, რაც მას სურს!
Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/en/