ბიზნესი
24/10/2022

უძრავი ქონების ინდექსი 10.7%-ით გაიზარდა

უძრავი ქონების ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, მესამე კვარტალში , წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 10 პროცენტით.

1 კვადრატული მეტრი ახალაშენებული ბინის მედიანური ღირებულება შემდეგია - მთაწმინდა 4 900 ლარი, ვაკე 4 100 ლარი, საბურთალო 3 100 ლარი. მას მოჰყვება ჩუღურეთი, დიდუბე და ნაძალადევი.

ცნობისათვის, ინდექსი მოიცავს თბილისს და მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს.