ბიზნესი
04/02/2021

"თვითნებურად გახსნის შემთხვევაში რესტორანი დაჯარიმდება, განმეორებისას შესაძლოა, დაილუქოს"

თუკი რესტორნები თვითნებურ ოპერირებას დაიწყებენ, დაჯარიმდებიან. განმეორების შემთხვევაში კი შესაძლოა, ობიექტი დაილუქოს, - რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ კომპანიებს რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რესტორატორებთან შეხვედრის დაწყებამდე განმარტა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, რესტორნების ნაწილი 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას გეგმავს.

„შეხვედრაზე ვიმსჯელებთ იმ გამოწვევებზე, რომელიც სარესტორნო ბიზნესის მხრიდან დასახელდა. მოლოდინი გვაქვს, რომ შეხვედრა კოსნტრუქციული იქნება და შაბათს ყველა გამოწვევა დღის წესრიგიდან მოიხსნება. თუ ვნახავთ, რომ ნებისმიერი ბიზნესი მუშაობას თვითნებურად განაახლებს, რეაგირება იქნება მკაცრი. პირველ ეტაპზე კანონის დარღვევაზე ჯარიმა არის 10 ათასი ლარის ოდენობით, განმეორებით ეს იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას, მათ შორის შესაძლოა, მოხდეს ობიექტის დალუქვა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

Businesspartner