თურქულმა Koç Kablo-მ თბილისში სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო გახსნა
თურქულმა კომპანიამ Koç Kablo თბილისში, სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო გახსნა.
პროექტი "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაიხსნა. კომპანიას 2018 წლის თებერვალში 9502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. კომპანიამ საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე 100 ახალ სამუშაო ადგილი შექმნა. საწარმო, სრულად დატვირთვის შემდეგ, დაასაქმებს დაახლოებით 250 ადამიანს.
საწარმოო სიმძლავრე წლის განმავლობაში 12 000 ტონა სპილენძისა და ალუმინის დამუშავებაა, რაც 300 მლნ ლარის პროდუქციის წარმოებას გულისხმობს.
საწარმო უმეტეს წილად პროდუქციას საექსპორტო ბაზრებისთვის აწარმოებს. ამჟამად კომპანიას მიღებული აქვს მსხვილი შეკვეთა განადან, ამავდროულად აწარმოებს მოლაპარაკებებს ბრიტანეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან.
კომპანიამ განახორციელა 15 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ცნობით, თურქულ კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე 35 წლიანი გამოცდილება აქვს.