ბიზნესი
11/02/2021

თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქცია EU-ში ექსპორტისას გადასახადებისგან გათავისუფლდება

საქართველოში დამზადებული პროდუქცია, რომლის წარმოებისთვისაც თურქული ნედლეული გამოიყენება, ევროკავშირში ექსპორტისას გადასახადებისგან გათავისუფლდება, - თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, დოკუმენტის რატიფიკაცია თურქეთის პარლამენტმა 10 თებერვალს მოახდინა.

შესაბამისად, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ამიერიდან გავრცელდება არამხოლოდ იმ პროდუქციაზე, რომელიც სრულად ქართული ან ევროპული ნედლეულით არის წარმოებული, არამედ იმ პროდუქტზეც, რომლის დასამზადებლადაც თურქული ნედლეულია გამოყენებული. 

"2021 წლის 10 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა მოახდინა “თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის შესახებ" თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის N1/2016 გადაწყვეტილების რატიფიცირება, რაც დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე.

ზემოაღნიშნული დოკუმენტით, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023