"თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭო მზადაა ხელი შეუწყოს ადამიანური რესურსის გადამზადებას“
DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭო მზადაა ხელი შეუწყოს ადამიანური რესურსის გადამზადებას, თუნდაც თურქეთის ტერიტორიაზე. კვალიფიციური კადრი კი შემდეგ საქართველოში გააგრძელებს მუშაობას.
საბჭოს თავჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტია, დაინტერესებული ინვესტორები კი პირველ რიგში სწორედ იმას კითხულობებ, თუ არის ადამიანური რესურსი და კვალიფიციური კადრი.
„საქართველო არის თურქეთის პირველი პარტნიორი.გასულ წელს თურქეთ-საქართველოს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაცია გაფორმდა, რომლის თანახმად თურქეთიდან შემოსული ნედლეული საქართველოში გადამუშავდება და შემდეგ Made in Georgia-ს სახელით ევროპაში გაიგზავნება. ჩვენ აქამდე ტექსტილის სფეროში წარმოება გვქონდა, ახლა დაემატება სამშენებლო მასალები, ქარხნები და ავეჯი,"- ამბობს ჩალიშქან-მჟავანაძე.
თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარის ცნობით, 2023 წელს მოსალოდნელია სოფლის მეურნეობასა და სამშენებლო სექტორში მეტი ინვესტიცია განხორციელდეს.
„ჩვენ საქართველოში ქარის ელექტროსადგურში ინვესტიციის განხორციელებას ველოდებით, რომელზეც მოლაპარაკება შედგა და დაახლოებით 300 მილიონი დოლარი დაიხარჯება. „ -აღნიშნავს ჩალიშქან-მჟავანაძე.
შეგახსებთ, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. 2023 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 86.2 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (76.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (28.5 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (27.5 მლნ. აშშ დოლარი).