ბიზნესი
25/09/2020

ტურისტებისთვის COVID-დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს

საქართველოში შესაძლოა, ტურისტებისთვის სავალდებულო კოვიდ-დაზღვევა ამოქმედდეს, - საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია.

როგორც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა განაცხადა, მოლაპარაკებები მთავრობასთანაც მიმდინარეობს.

"ეს არ არის მარტივი პროდუქტი. ბევრი ტექნიკური დეტალი და ნიუანსია გასათვალისწინებელი. არაერთი უწყება არის ჩართული პროცესში," - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე რთულია იმის პროგნოზირება თუ როდიდან შეიძლება ამოქმედდეს სავალდებულო კოვიდ-პაკეტები.