ბიზნესი
24/03/2021

"თუ მესამე ტალღას ველით, ბიზნესმა დეტალები უნდა იცოდეს რომ შეზღუდვები სიურპრიზი არ იყოს"

ბიზნესი მთავრობისგან მესამე ტალღის შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრულ გეგმას ითხოვს.

როგორც კომპანია „დიოს“ გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მესამე ტალღის შემთხვევაში მოსალოდნელი რეგულაციები ბიზნესისთვის სიურპრიზი არ უნდა იყოს.

„გვჭირდება გარკვეული გეგმა. პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე იმდენი გამოცდილება მაინც უნდა არსებობდეს, რომ ვიცოდეთ შემდეგი წლის დარჩენილ პერიოდში რა გველის. მაგალითად, თუ ველოდებით მესამე ტალღას, გვითხრან დაახლოებით რა პერიოდში, არ უნდა მოხდეს ისე, რომ შეზღუდვები სიურპრიზივით იყოს ჩვენთვის ან რაიმე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებითით მოულოდნელად ამოქმედდეს. მგონი, მოვიდა დრო, პანდემია დაიწრიტოს პოლიტიკიდან. მოვახერხოთ მისი დასრულება და ზრუნა იმაზე რომ სწრაფად მოხდეს ეკონომიკის აღდგენა,“ - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

მისივე განმარტებით, ბიზნესს კომენდანტის საათის არსებობა აწუხებს.

„კომენდანტის საათი მტკივნეულია ბიზნესისთვის. სასურველია, მოიხსნას ან გადაიწიოს, რომ ადამიანებს მიეცეთ საღამო ხანსაც ეკონომიკური აქტივობის განხორციელების საშუალება. სხვანაირად ძალიან რთული იქნება,“-განაცხადა „დიოს“ გენერალურმა დირექტორმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022