ბიზნესი
21/09/2020

თუ ლარი არ დასტაბილურდება, კომპანიები გაკოტრდებიან - ლაშა პაპაშვილი

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ბიზნესმენები ქართული ეკონომიკისთვის დამღუპველ პროცესად მიიჩნევენ. როგორც ლაშა პაპაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, თუ ლარი ძველ ნიშნულებს არ დაუბრუნდება, კომპანიები გაკოტრდებიან.

„მოლოდინები კარგი არ გვაქვს, რამდენადაც როდესაც ლარის გამყარების ფუნდამენტი იყო მაშინ მის გასამყარებლად არაფერი გააკეთეს. პანდემიამდელ პერიოდში უნდა ეკეთებინა ეროვნულ ბანკს ის, რასაც ახლა აკეთებს - ვგულისხმობ ინტერვენციებს. გავლენა ნაკლები იქნებოდა და ამ კრიზისსაც უფრო მომზადებული შევხვდებოდით. ჩვენი ეკონომიკისთვის ყველაზე დამღუპველი ახლა არასტაბილური ლარია.

ეს პროცესი კომპანიების გაკოტრების გამომწვევი იქნება. პრაქტიკულად, არავინ ფიქრობს მოგებაზე. გადარჩენაზე არიან კომპანიები უკვე ერთი წელია. ალბათ, ბევრი კომპანია გაკოტრდება“,- განაცხადა პაპაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022