"თუ კომპანიები არ ასრულებენ ვალდებულებას, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მექანიზმი"
“ყველამ უნდა გაითავისოს, სადაც ჩნდება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ კომპანიებთან დაკავშირებით, იქ ჩნდება უფლებამოსილებაც,” - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ სახელმწიფოს როლსა და კონტროლის მექანიზმებზე ჟურნალისტებთან აღნიშნა.
კახა ბექაურის თქმით, კანონმდებლობა უნდა აღსრულდეს.
"ჩნდება უფლებამოსილებაც, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა არ არსებობს უფლებამოსილების გარეშე და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი ინსტრუმენტი, რათა თუ ეს მსხვილი კომპანიები არ ასრულებენ სახელმწიფო ვალდებულებას და კანონის მოთხოვნებს, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკუთარი გადაწყვეტილებები ამის ქმედითი აღსრულების, რომელიც ავალებს, შეასრულოს კანონი. ეს ქმედითი აღსრულების ინსტრუმენტია დროებითი მმართველი. კარგია, რომ ბოლოს გაითავისა ბიზნესმაც და შედგა კონსენსუსი და მათ შორის ამ პუნქტსაც ისინი დათანხმდნენ", - განაცხადა ბექაურმა.