ბიზნესი
20/07/2020

TOA კომუნიკაციების კანონში შეტანილი ცვლილებებით გარდატეხას არ ელის

მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია (TOA) ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით მნიშვნელოვან გარდატეხას არ ელის.

ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, კანონის ახალი რედაქცია მომხმარებლისა და მცირე კომპანიების ინტერესების დაცვის კარგი საშუალებაა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს ხელი უკვე მოაწერა. კანონის ახალი რედაქციით, იმ შემთხვევაში, თუკი ლიცენზიის მფლობელი პირი აქციების, წილების ან საოპერაციო აქტივების შეძენის შესახებ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს დაარღვევს, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი ხდება კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

Businesspartner