თქვენი სილამაზის საიდუმლო - ჰერამი
საქართველოს ბაზარი ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ხელნაკეთი კოსმეტიკური პროდუქციით უკვე საკმაოდ არის გაჯერებული. მცირე მეწარმეები საავტორო რეცეპტებით შექმნილი უნიკალური პროდუქტებით ცდილობენ ადამიანების დახმარებას სხვადასხვა კანის პრობლემის მოგვარებასა თუ უბრალოდ ნაზი და კრიალა კანის შენარჩუნებაში.
თამარ მიქაძე ქართული ბრენდი - “ჰერამი”-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი იმ მცირე მეწარმეთაგანია, რომლებიც ბუნებრივი ნედლეულით დამზადებული სახის მოვლის საშუალებებით ანებივრებენ მომხმარებელს.
ამერიკაში 12 წლიანი ცხოვრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული ქალბატონი თამარი პირადი მოხმარებისთვის დიდხანს ამაოდ ეძებდა ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ პროდუქციას. მისთვის სასურველი და საჭირო პროდუქტების ვერ აღმოჩენის შემდეგ საკუთარი ხელით გადაწყვიტა სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების დამზადება.
შტატებში ცხოვრება თვითგანვითარების ერთ - ერთი საუკეთესო საშუალებაა. თამარმა სწორედ აშშ-ში ცხოვრებისას მიიღო სიღრმისეული ინფორმაცია სხვადასხვა ბიო პროდუქტების დანიშნულების შესახებ. ნატურალური პროდუქციის დამზადების ტექნოლოგიის ასათვისებლად კი იგი ხშირად ესწრებოდა სხვადასხვა მასტერკლასებსა და პრეზენტაციებს.
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა არც საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეწყვეტილა. სწორედ ამ მიზნით იგი BPN Georgia-ს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას შემოუერთდა, აქტიურად ესწრება სემინარებსა და სხვა ღონისძიებებს, სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში იღებს კონსულტაცია-ქოუჩინგს ადგილობრივი და შვეიცარიელი ექსპერტებისგან. მას სჯერა, რომ BPN Georgia-სთან ერთად შეძლებს საკუთარი ბიზნესის კიდევ უფრო წარმატებით და სწორი მიმართულებით მართვას.
მრავალი გამოწვევის მიუხედავად უკვე 5 წელია ,,ჰერამი“-ის პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. თამარი დარწმუნებულია, რომ ბუნებრივ ინგრედიენტებს სასწაულების მოხდენა შეუძლია. გარდა მთავარი ტექნოლოგის როლის მორგებისა თამარი ბიზნესის მართვასაც შესანიშნავად უმკლავდება საკუთარი სწორი დამოკიდებულებებისა და მიდგომების ხარჯზე. იგი ორიენტირებულია მომხმარებელთა საჭიროებებსა და სურვილებზე და ინდივიდუალური მიდგომებით ცდილობს ერთგულ მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდას, რაც ამავე დროს დიდი მოტივაციაა მისთვის.
დღეს "ჰერამი“ მომხმარებელს სთავაზობს 40 სახეობის პროდუქტს, რომლებიც დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან. მათ შორის: მცენარეული კარაქებისგან, ძვირფასი ზეთებისგან, ეთერზეთებისგან, ქართული აბრეშუმისგან, ფუტკრის ცვილისგან და ადგილობრივი მცენარეებისგან. პროდუქცია გამოირჩევა სურნელოვანებით, ეკონომიურობით, ეფექტურობით, ვიზუალითა და ხარისხით. რაც მთავარია, პროდუქცია გათვლილია ყველა ტიპის კანისთვის.
საქართველოში ბევრი ადამიანი ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ პროდუქციას არ ენდობა, თუმცა ისინი, ვინც იცნობენ "ჰერამი“-ს დამფუძნებელს, მის მიდგომებს ნამდვილად დიდი ნდობით არიან განმსჭვალული "ჰერამი“-ს მრავალფეროვანი პროდუქციის მიმართ. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ "ჰერამი“-ს მიერ წარმოებაში გამოყენებული ყველა ინგრედიენტი საკვებად ვარგისია (თიხების გარდა) და ყველა პროდუქტი წარმოებაში გაშვებამდე იტესტება.
"ჰერამი”-ს სამომავლოდაც დიდი გეგმები აქვს. მათ შორის მამაკაცისა და ბავშვის ხაზის დამატება, ასევე თმისა და სხეულის მოვლის ახალი საშუალებების შექმნა, ბიოლოგიური შეფუთვის გამოყენება და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო რამ.
BPN Georgia-ს გუნდი წარმატებებს უსურვებს ქალბატონ თამარს.
თუ თქვენც გსურთ გახდეთ BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე დაგვიკავშირდით ნომერზე 599 87 93 41.