ბიზნესი
09/01/2023

"ტკბილი ქვეყანა" ბრენდული მაღაზიების განვითარებას გეგმავს

საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ტკბილი ქვეყანა“  ბრენდული მაღაზიების (სავაჭრო კუთხე) მიმართულების განვითარებას გეგმავს.

კომპანიის ფინანსური დირექტორი კახა ყრუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ კონკრეტული თარიღის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს, თუმცა,  განმარტავს, რომ საწყის ეტაპზე პრიორიტეტული საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა იქნება.

როგორც ყრუაშვილი აცხადებს, წარმადობის ზრდის პროცესი გაზაფხულიდან დაიწყება. აღდგომის დღეების შემდეგ დაგეგმილია ახალი ხაზების შეძენა, შედეგად,არსებული ტექნოლოგიები ბევრად უფრო ავტომატიზირებული და თანამედროვე იქნება.

„ბრენდული მაღაზიების (სავაჭრო კუთხე) განვითარება შეიძლება მიმდინარე წელშიც დავიწყოთ. ამ კუთხით აქტივობას ვგეგმავთ, ამის მონახაზი გვაქვს, შევხედავთ სიტუაციას“-აცხადებს ყრუაშვილი.

მისი განმარტებით,  „ტკბილი ქვეყნის“ საფირმო სავაჭრო კუთხეები ამ დროისთვის თბილისში (5 კუთხე) მხოლოდ მსხვილ სავაჭრო მოლებშია წარმოდგენილი.

ყრუაშვილის ინფორმაცით,  ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები რეგიონებთან, მათ შორის, ზუგდიდში, გორში, ზესტაფონში, ბათუმი, ფოთში.  შესაბამისად, წელს საქართველოს რეგიონებში ჯამში 5  სავაჭრო კუთხე ამოქმედდება.

ყრუაშვილი 2022 წლის გაყიდვებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის გასული წელი რთული იყო, რომელიც არსებული გარემოებებიდან გამომდინარეობდა, მათ შორის იყო ინფლაცია, კომუნალურებზე ფასის ზრდა, ნედლეულის გაძვირება, თუმცა,“ტკბილმა ქვეყანამ“  2022 წელი 2021 წელთან შედარებით რეალიზაციის მაჩვენებლის  25%-იანი ზრდით დაასრულა.

შეგახსენებთ, საკონდიტრო კომპანია "ტკბილი ქვეყანა" 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023