ბიზნესი
20/08/2020

თიბისის მხარდაჭერით "ყაზბეგი ჯგუფმა" სტეფანწმინდაში სასტუმრო ააშენა

ყაზბეგი ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მიმზიდველი მხარეა. საერთაშორისო და ადგილობრივი ტურისტები აქაურობას  ზამთრის სეზონზეც სტუმრობენ და ზაფხულშიც ირჩევენ დასასვენებელ ადგილად. მოთხოვნა დასასვენებელ ინფრასტრუქტურაზე წლიდან წლამდე იზრდება.

„ყაზბეგი ჯგუფის“ დამფუძნებლებმა გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, სტეფანწმინდაში სასტუმროს აშენება გადაწყვიტეს. თიბისის მხარდაჭერით, სასტუმროს მშენებლობა პანდემიის პერიოდშიც გაგრძელდა და ამჟამად უკვე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და სასტუმროს აღჭურვა მიმდინარეობს.

„ჩვენს მხარეში კონკურენცია დღითიდღე მატულობს, ბევრი ახალი სასტუმრო აშენდა, ბევრიც ამჟამად შენდება. ჩვენ ვეცდებით, რომ მომხმარებელს ხარისხიანი სერვისი შევთავაზოთ შეღავათიან ფასად.  გათვლა გვაქვს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებზე, ვისაც სურს, რომ ბიუჯეტურად დაისვენოს,“ - ამბობს „ყაზბეგი ჯგუფის“ დამფუძნებელი სტეფანე წიკლაური.

სასტუმროში 13 ნომერი განთავსდება და 30-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. სტუმრებს გიდის მომსახურებას და საცხენოსნო ტურებს შესთავაზებენ. სამომავლოდ კი, დაგეგმილი აქვთ საკონფერენციო სივრცის მოწყობა, რათა კორპორატიული კლიენტების მომსახურებაც შეძლონ.

„ყაზბეგი ჯგუფი“ მშენებლობის პროცესს 2 თვეში დაასრულებს, ზამთრის სეზონზე კი სასტუმრო პირველ სტუმარს მიიღებს.   

 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022