თიბისიმ EBRD-ისგან €25 მლნ მოიზიდა
თიბისიმ EBRD-ისგან (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად €25 მლნ-ის ფინანსური რესურსი მოიზიდა.
როგორც ფინანსური ინსტიტუტის გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, EBRD და ევროკავშირი თიბისი ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSME) მხარდაჭერას აძლიერებენ.
EBRD €25 მლნ-ის სესხს გამოყოფს იმ ადგილობრივი კომპანიებისთვის, რომელთა საქმიანობის მინიმუმ 70% მიზნად ისახავს მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტიციების დაფინანსებას. ევროკავშირი კი მისი EU4Business ინიციატივის ფარგლებში, სესხს გრანტებითა და მსესხებლების უფასო ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფს.
პაკეტი კომპანიებს საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ თავიანთი პროდუქცია, მომსახურება და დააკმაყოფილონ ევროკავშირის სტანდარტები, მოახდინონ მათი წარმოების მოდერნიზება შიდა კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და უფრო წარმატებულად იმოქმედონ უცხოურ ბაზრებზე.
მხარდაჭერა ვრცელდება EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ფარგლებში, სომხეთში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, რომლის მიზანია ადგილობრივი ფირმების გამწვანება და კონკურენტუნარიანობა.
პროგრამის დაწყებიდან 2016 წლიდან, 170-მა ქართულმა კომპანიამ ისარგებლა სქემით, წარმოებისა და სოფლის მეურნეობიდან დაწყებული სტუმართმოყვარეობით და სამედიცინო სერვისებით დამთავრებული.
EBRD არის წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორი საქართველოში. დღეისათვის მან €4 მლრდ–ზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 265 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორში, აქედან 79% კერძო სექტორში.
TBC არის წამყვანი უნივერსალური ფინანსური ჯგუფი საქართველოში, რომელიც გთავაზობთ ტრადიციული ფინანსური სერვისების ფართო სპექტრს და ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტილებებს. მას აქვს ძლიერი წარმომადგენლობა მის ძირითად ბიზნეს სეგმენტებში - საცალო ბანკინგი, მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსები და კორპორატიული ბანკი.