ბიზნესი
17/03/2020
თიბისი წელს ტურიზმის შემოსავლების 25%-იან ვარდნას ელის
თიბისი კაპიტალი წელს ტურიზმის შემოსავლების 25%-იან ვარდნას ელის.
ტურისტული შემოდინების კლება აპრილ-მაისში მიაღწევს მაქსიმუმს. საბაზო სცენარის მიხედვით, ვითარების ეტაპობრივი ნორმალიზება მეორე კვარტლის ბოლოდან დაიწყება, წლის ბოლოსთვის კი ზრდა განახლდება.
თიბისი კაპიტალმა ეკონომიკურ გარემოზე COVID-19-ის გავლენები შეაფასა და რეპორტი გამოაქვეყნა. ანალიტიკური დოკუმენტის წარდგენა თიბისის პარტნიორებისთვის ციფრული პლატფორმის მეშვეობით, ონლაინ კონფერენციაზე განხორციელდა, რომელშიც სხვადასხვა ბიზნესის 250-მდე წარმომადგენელი ჩაერთო.
დოკუმენტის თანახმად, ამ ეტაპზე, COVID-19-ის გავრცელება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხო, თუმცა განსაკუთრებით ტურიზმის, სარესტორნე, ავიაციის, ხანგრძლივი მოხმარების საქონლისა და უძრავი ქონების სექტორებზე აისახება.