ბიზნესი
22/06/2020
თიბისი დაზღვევა ავტოდაზღვევის საცალო ბაზრის ლიდერია
2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, როგორც ბაზრის წილის, ასევე ანაზღაურებული თანხის მოცულობით, კომპანია კვლავ პირველია.
2020 წელს, ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 5 822 840 ლარი აუნაზღაურა. აქედან 1 094 652 ლარი - დისტანციურად.
კომპანიის ავტოდაზღვევის საცალო გაყიდვების ბაზრის წილი 28.8%-ია.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად ვადევნოთ თვალი დაზღვეულთა მოთხოვნებს. შედეგად, მომხმარებელს ვთავაზობთ ისეთ პროდუქტს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მათ საჭიროებებსა და სურვილებს. ეს კი, თავის მხრივ, მომსახურებისა და სერვისის მაღალ ხარისხთან ერთად, სადაზღვევო ბაზარზე კომპანიის წარმატებასა და პირველობას განაპირობებს“, - ივა კახაძე, თიბისი დაზღვევის საცალო და ალტერნატიული გაყიდვების უფროსი.