თიბისი ბანკის CEO: პოტენციურად მესამე ლოქდაუნის რისკი არსებობს
კორონავირუსის შესაძლო მესამე ტალღის დადგომა და ამ მიზეზით შეზღუდვების სავარაუდო დაწესება კერძო სექტორისა და პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო.
აუდიენციის დასრულების შემდეგ თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა, რომ თუ მთავრობა შეზღუდვების დაწესებას გადაწყვეტს ბიზნესი საქმის კურსში წინასწარ უნდა ჩააყენოს.
„შეიძლება, პოტენციურად არსებობდეს იმის რისკი, რომ იყოს მესამე ლოქდაუნი. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ რისკები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესებმა, ინდუსტრიებმა ამის შესახებ წინასწარ იცოდნენ და განსაზღვრონ, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს. პრემიერმა ეს ჩაინიშნა და იმედია, რეაგირება იქნება“,- აღნიშნა ბუცხრიკიძემ.