ბიზნესი
30/07/2020
თერმოქრომული ეტიკეტი – ინოვაცია "ნატახტარისგან“
ქართული ლუდის ბაზარი ვითარდება. ახალი მოთამაშეების შემოსვლასთან ერთად, ჩნდება ბევრი ახალი ბრენდი, ახალი მოთხოვნები და იცვლება მომხარებელის დამოკიდებულებაც. ბაზარზე ყოველწლიურად საშუალოდ, 3-4 ახალი ბრენდი შემოდის, თუმცა, ზოგი მათგანი მალევე ქრება.
ლუდი "ნატახტარი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი უძველესი ლუდის ბრენდია და ლიდერ პოზიციებსაც იკავებს.
პირველად ლუდი ნატახტარი 15 წლის წინ ჩამოისხა, და მას შემდეგ ბაზარს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. ამ ზაფხულს „ნატახტარის“ ეტიკეტს თერმოქრომული ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი თერმომეტრის ნიშანი დაემტა, სიახლეზე "ბიზნესპარტნიორში" „ეფეს საქართველოს“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ისაუბრა.