ბიზნესი
24/09/2020

"თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია

საერთაშორისო კონკურსზე „Decanter 2020“ წარმოდგენილმა „თელიანი ველის“ ღვინოებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პლატინის, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

დეკანტერის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო - „Best in Show” ყოველწლიურად მხოლოდ 50 საუკეთესო ღვინოს გადაეცემა. გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. 2020 წელს კონკურსში 16 518 ღვინო იღებდა მონაწილეობას, რომელიც 116 ღვინის ექსპერტისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.

„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი 2018 მსოფლიოს საუკეთესო 50 ღვინოს შორის დასახელდა და „Best in Show” ჯილდო გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ "თელიანი ველი" ერთადერთი ქართული მეღვინეობაა და პირველია ევრაზიასა და კავკასიის რეგიონში, რომელმაც „Best in show”- უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. ეს უდიდესი წარმატებაა, როგორც თელიანი ველისათვის, ასევე საქართველოსთვის. ზედიზედ  უკვე ორი წელია რაც ეს ჯილდო მხოლოდ „თელიანი ველის“ ღვინოს გადაეცემა. გასულ წელს Best in show-ს მფლობელი „გლეხური ქისი ქვევრი 2017“ გახდა.

თელიანი ველის ღვინოებს საერთაშორისო კონკურს „Decanter 2020“  “Best in show”, 2 პლატინის , 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი გადაეცა:

გლეხური რქაწითელი ქვევრი 2018 – Best in Show

გლეხური ქისი ქვევრი 2018 - პლატინა

გლეხური კისისხევი საფერავი 2018 - ვერცხლი

WINERY 97 გაუფილტრავი საფერავი 2019 - პლატინა

WINERY 97 საფერავი 2019 - ბრინჯაო

თელიანი ველი მუკუზანი 2019 - ვერცხლი

თელიანი ველი წინანდალი 2019 - ბრინჯაო

მთავრული საფერავი 2019 - ბრინჯაო

მთავრული ქინძმარაული 2019 - ბრინჯაო

„Decanter World Wine Awards“  მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი კონკურსია, რომელიც 2004 წელს დაარსდა.  გამარჯვებულ ღვინოებს მსოფლიო ღვინის ექსპერტები ფარული დეგუსტაციით ავლენენ. კონკურსში მოპოვებული პლატინისა და ოქროს ჯილდო ხარისხის სანდოობის უმაღლესი გარანტიაა, რომელიც მსოფლიოს მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ღვინოებს გადაეცემათ.

DWWA 2020 შედეგები სრულად

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
03

30/04/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
04

07/06/2022
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
სტარტაპი

Bitnet – ქართული კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო ინვესტიციები მოიზიდა
06

22/06/2022