ბიზნესი
19/12/2022

ტექნოპარკში საქართველოში პირველი და ყველაზე მასშტაბური HR გაციფრულების კვირეული ოფიციალურად დაიხურა

GITA-ს მხარდაჭერითა და HRPA Georgia-ს ორგანიზებით, თბილისის ტექნოპარკში, HR გაციფრულების კვირეული ოფიციალურად დაიხურა.

შეხვედრას ესწრებოდა საჯარო და კერძო სექტორის 150-მდე HR პროფესიონალი, აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია და GITA-ს ბენეფიციარი სტარტაპები.

ღონისძიების განმავლობაში დარგის ექსპერტებმა, IT/Tech რეკრუტერმა HR პროფესიონალებმა, მათ შორის, პანელური დისკუსიების ფორმატში, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ტექ. ტალანტების მოძიებისა და ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევები, შესაძლო გამოსავლები, ინდუსტრია 4.0 და სხვა.

Businesspartner