ბიზნესი
05/05/2020

“თეგეტა მოტორსს“ შემოსავლები გაუნახევრდა

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ „თეგეტა მოტორსს“ შემოსავლები თითქმის გაუნახევრა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ განუცხადა.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ჩვენს ოპერაციებზე პირდაპირ აისახა. ამ პერიოდში ჩვენი დაგეგმილი შემოსავლები პრაქტიკულად განახევრდა, თუმცა ახლა უკვე გამოცოცხლება შეინიშნება. მოიხსნა ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვაც და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს“,- აღნიშნა კაჭარავამ.

მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ავტოსარემონტო კომპანიებს მუშაობის უფლება აღუდგათ, კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა და „თეგეტა“ მომხმარებლების მისაღებად მზად არის.

„გასული პერიოდი ჩვენთვის ძალიან რთული იყო, თუმცა სასიხარულოა, რომ ახლა მომხმარებლების მიღება შეგვიძლია. სრულად გვაქვს დაცული ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი სტანდარტები“,- განმარტა ვახტანგ კაჭარავამ.

Businesspartner