ბიზნესი
23/10/2020

“თეგეტა მოტორსის” ობლიგაციებზე 4,153 მლნ ლარის გარიგება დაიდო

“თეგეტა მოტორსის” ობლიგაციებზე 4 153 880 ლარის  გარიგება დაიდო. საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებული გარიგებით კომპანიის 4000 ობლიგაცია გაიყიდა, თითოს ფასმა 1038.47 ლარი შეადგინა.

კომპანიას 30 მლნ ლარის ობლიგაციების აქვს გამოშვებული. მათი დაფარვის თარიღი 2022 წლის 30 აპრილია.

2020 წლის 6 თვის მონაცემებით, „თეგეტა მოტორსს“  5 მილიონის ზარალი აქვს. კომპანიამ 222 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო,  წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემოსავლებში კლებაა (2019/ H1 – 269.4 მლნ). საოპერაციო მოგება 9.97 მილიონი იყო.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ავტომობილის იმპორტირებული საბურავების, საპოხი მასალების, აკუმულატორების და სხვა სათადარიგო ნაწილების გაყიდვა, ასევე ავტომობილების ტექნიკური და სარემონტო მომსახურებების გაწევა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ მომსახურების ობიექტებში. კომპანია ფლობს 26 რეგიონალურ საცალო ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტს მთელს საქართველოში და ერთ ადმინისტრაციულ ოფისს თბილისში.

Businesspartner