ბიზნესი
16/07/2020

Tegeta Motors Group-ს შემოსავლები გაეზარდა, მოგება - შეუმცირდა

კომპანია Tegeta Motors Group-ს შემოსავლები გაეზარდა, მოგება კი შეუმცირდა.

სატრანსპორტო სექტორში ქვეყნის ერთ-ერთმა უმსხვილემა ჯგუფმა 2019 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა. ჯგუფის წლიურმა შემოსავალმა 630 მლნ ლარი შეადგინა, წლიურ ჭრილში ზრდა 47.2% -ია (+202 მლნ ლარი).

გაზრდილია საოპერაციო მოგებაც 31.8 მილიონიდან 35.4 მილიონამდე, თუმცა კლებაა მოგებაში. წლიური მოგება 2019 წელს 10.18 მლნ ლარი იყო, 47%-ით ნაკლებია 2018 წლის მაჩვენებელზე - 19.242 მლნ ლარი.

ჰოლდინგში შემავალი თავად კომპანია „თეგეტა მოტორსის“ შემოსავლებიც გაზრდილია - 316.4 მილიონამდე (+81.4 მლნ), თუმცა მოგებაში აქაც კლებაა 11.18 მლნ - დან 6.9 მილიონამდე.

ჰოლდინგში 2019 წლის ბოლოს მონაცემებით შედიოდა 14 კომპანია. TEGETA MOTORS -ი არის საქართველოში Porsche -ს, Mazda-ს, Toyota-ს და VOLVO -ს წარმომადგენელი. ასევე ვაჭრობს მძიმე სამშენებლო და სატვირთო ავტომობილებით, ავტობუსებით და ტრაილერებით, აქვს ასევე იჯარის მომსახურებაც.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ავტომობილის იმპორტირებული საბურავების, საპოხი მასალების, აკუმულატორების და სხვა სათადარიგო ნაწილების გაყიდვა, ასევე ავტომობილების ტექნიკური და სარემონტო მომსახურებების გაწევა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ მომსახურების ობიექტებში. კომპანია ფლობს 26 რეგიონალურ საცალო ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტს მთელს საქართველოში და ერთ ადმინისტრაციულ ოფისს თბილისში.

ყველა შვილობილი კომპანია ოპერირებს საქართველოში, გარდა Tegeta Motors Baku- სა და Tegeta Motors Central Asia -ისა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023