ბიზნესი
07/04/2021

თბილისურ ბაზარს მომხმარებელი უბრუნდება

თბილისურ ბაზარს მომხმარებელი უბრუნდება. პანდემიამდე ნიშნულს გაყიდვები საშუალოდ 50%-ით ჩამორჩება, თუმცა მეწარმეები ამბობენ, რომ ყოველდღიური რეალიზაციის მაჩვენებელი მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

“ჩვენდა გასაკვირად აქტივობა ღია ბაზრობებზე საკმაოდ დიდია. აქტიურობენ როგორც ქართველი მომხმარებლები ასევე ტურისტები. მართალია, პადემიამდელ გაყიდვებს ჩამოვრჩებით, თუმცა მოლოდინები პოზიტიურია. მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის გამო შეფერხებული გაყიდვების შემდეგ პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობა გვეძლევა,” - ამბობს “მთვარის ქვის” დამფუძნებელი მთვარისა ჯოისი.

მეწარმეები ბაზრობის მასშტაბების ზრდის საჭიროებაზეც საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ ეს მცირე მეწარმეებისთვის თავი გადარჩენის კარგი შესაძლებლობაა.

“თითქმის შეჩერებული გაყიდვების შემდეგ კარგია, რომ პროდუქციის რეალოზების შესაძლებლობა კვლავ გაგვიჩნდა. როგორც აღმოჩნდა, მომხმარებელიც მონატრებულია მსგავს გარემოს და საკმაოდ კარგი აქტივობაა. სივრცე მეც და ჩემს მსგავსად სხვა მცირე მეწარმეებსაც ახალ შესაძლებლობებს აძლევს. გაყიდვების ზრდის პარალელურად თბილისური ბაზარი მომხმარებლებში ქართული ბრენდების ცნობადობის ამაღლებას ზრდის,” განმარტავს "ოქსის” დამფუძნებელი რევაზ ნაჭყებია.

 თბილისურმა ბაზარმა სტარტი სამი კვირის წინ აიღო.

 

 

 

Businesspartner