თბილისში მომავალ წელს "ნოზაძის ქათმების“ ახალი ჯიხურები გაიხსნება
ელგუჯა ნოზაძის მეფრინველეობა, რომელიც ნედლი და გაყინული ქათმის ხორცს „ნოზაძის ქათმების“ ბრენდით აწარმოებს 2021 წლის ბრენდული ჯიხურების ქსელის გაფართოებას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ელგუჯა ნოზაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მომავალ წელს დაგეგმილია თბილისში 5-6 ახალი ჯიხურის გახსნა.
„ჯიხურები ჩამოგვაქვს გერმანიიდან, წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ შეკვეთას. ვფიქრობ, მარტ-აპრილში უკვე ჩამოგვივა და შევძლებთ თბილისი იმაზე მეტად დავტვირთოთ, ვიდრე ახლა არის,“ - აცხადებს ელგუჯა ნოზაძე.
მისი ინფორმაციით, ქსელის გაფართოებაში კომპანია ჯამში 300 000-400 000 ლარის ინვესტიციას ჩადებს. ამჟამად კომპანია თბილისში ჯამში 9 ჯიხურს ფლობს.
ელგუჯა ნოზაძის მეფრინველეობა მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მდებარეობს. ქარხნის წლიური წარმადონა 700 -800 ტონა ქათამია.