ბიზნესი
06/10/2020
თბილისში მაღალტექნოლოგიური მოლეკულურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია იხსნება
თბილისში მაღალტექნოლოგიური მოლეკულურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია იხსნება.
"პრაიმლაბი" წლიურად 140 000-ზე მეტი ანალიზის ჩატარებას შეძლებს. პანდემიის გამო, პირველ ეტაპზე უპირატესობა COVID-19-ის PCR ტესტებს მიენიჭება.
კომპანია ამოქმედების პირველ ეტაპზე 17 ადამიანს დაასაქმებს, სამომავლოდ, საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას გეგმავს.
ლაბორატორიის შესაძლებლობები ეტაპობრივად გაფართოვდება.
"პრაიმლაბში" 650 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ლაბორატორია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა.