თბილისში ქაოტური მშენებლობების საფრთხეეები
სეისმოლოგები სახელმწიფო სტრუქტურებისა და დეველოპერული ჯგუფების წარმომადგენლებს დედაქალაქში ქაოტური მშენებლობების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგებამდე მისვლას პროგნოზირებენ.
„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ თბილისში არსებულმა ახალმა შენობებმა შესაძლოა 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლოს.
„დავრწმუნდი, რომ საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიმღებებსა და დეველოპერულ ჯგუფებს წარმოდგენა არ აქვთ, რა ქვეყანაში ცხოვრობენ. ის, რაც ქართულ სამშენებლო სივრცეში ხდება ვაქხანალიაა და სახელმწიფო ამის შედეგბს საკუთარ თავზე მწარედ იწვნევს.
მაგნიტუდა 5-ზე ჩემი ტელეფონი აფეთქდა. ხალხი პანიკაში იყო, როდესაც 200 კილომეტრზე მოხდა მიწისძვრა. წარმოიდგინეთ, მიწისძვრა მაგნიტუდა 4, ან 5, ეპიცენტრით თბილისში რომ განმეორდეს, რა მოხდება. თუნდაც იგივე, რაც 2002 წელს, 18 წლის წინ მოხდა. მოკლე მეხსიერება აქვს ადამიანს. ამ სამშენებლო და ინფრასტრუქტურული ბუმის პირობებში, სადაც მშენებლობებზე არანაირი კონტროლი არ არის, რა შეიძლება მოხდეს?!“,- განაცხადა გოდოლაძემ.