თბილისის ზოოპარკი მსოფლიოში ყველაზე იაფი ზოოპარკია - ზურაბ გურიელიძე
როგორც ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ზოოპარკში პანდემიის პირობებში აქტივობა შემცირდა, თუმცა, მნიშვნელოვნად არა.
გურიელიძის განცხადებით, თბილისის ზოოპარკი არის მსოფლიოში ყველაზე იაფი და ზრდასრული ადამიანის შესვლის საფასური 4 ლარია, 12 წლამდე ბავშვის კი 1 ლარი.
შეგახსენებთ, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ თბილისის ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე სრულად გადატანა იგეგმება, თუმცა ამ დროისთვის ეს სრულად ვერ ხერხდება, მიზეზი კი ფინანსების არ ქონაა. ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ახალი ზოოპარკის სრულად აღჭურვისთვის დაახლოებით 50 მლნ დოლარია საჭირო. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები თანხების მოზიდვასთან დაკავშირებით საფინანსო ინსტიტუტებთან.
ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაშენდება და მისი ფართობი 48 ჰექტარი იქნება.