ბიზნესი
24/01/2023

თბილისის ზღვაზე სასტუმრო "ჯინო აკვამარინი" გაიხსნა - ინვესტიცია €20 მლნ

„ჯინო ჰოლდინგმა“ თბილისის ზღვაზე, აკვაპარკ „ჯინო ფერედაისის“ საკურორტო ზონაში, 218 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ოფიციალურად გახსნა.

პროექტი სრულად სლოვაკური ინვესტიციაა, რომელიც „ჯინო ჰოლდინგმა“ სლოვაკური, Exim ბანკის მონაწილეობით განახორციელა.

"ჯინო ჰოლდინგის" ინფორმაცით,  მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი მოიცავს აუზს, რესტორანს და ბარებს, საკონფერენციო სივრცეებს და წვეულების დარბაზს. სასტუმროს მშენებლობაში ინვესტირებულია 20 მილიონი ევრო.
 
სასტუმროში 140 ადამიანი დასაქმდება. სასტუმროს გახსნის ცერემონიალს  ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

როგორც ინვესტორი კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ მფლობელი ნოდარ გიორგაძე აცხადებს,განიხილება თბილისის ზღვის აღნიშნული ტერიტორია ერთგვარ საკურორტო ზონად იქცეს. 

შეგახსენებთ, "ჯინო ჰოლდინგი აერთიანებს ქართულ-სლოვაკურ კომპანიებს. საქართველოში უკვე დასრულებული თუ მიმდინარე პროექტების ჯამური საინვესტიციო კაპიტალი 87 მილიონ ევროს შეადგენს.