ბიზნესი
22/02/2023
თბილისის დეველოპერულ პროექტებში საერთო მოგების მარჟა საშუალოდ 36%-ია
თბილისის დეველოპერულ პროექტებში საერთო მოგების მარჟა საშუალოდ 36%-ია.
ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული უძრავი ქონების კვლევის მიხედვით, საერთო მოგების მარჟა ყველაზე მაღალი საბურთალოზეა და 41%-ს შეადგენს.
ეს მაჩვენებელი ვაკეში, ისანსა და სამგორში 38%-ია, დიდ დიღომსა და ბაგებში 36%, დიდუბე-ნაძალადევში 35%, კრწანისში - 29%, ლისის მიმდებარედ -25%, ხოლო გლდანი-მუხიანში - 18%.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაკეში ერთ-ერთი უმაღლესი მოგების მარჟა ყველაზე მაღალი სარეალიზაციო ფასის გამოა.
საშუალოზე მაღალი მოგების მარჟა საბურთალოზე, ვაკესა და ისანი/სამგორი/ვარკეთილის უბნებშია, თუმცა როგორც კვლევის შედეგებით დგინდება, საშუალო მომგებიანობას ჩამორჩება ლისი და გლდანი-მუხიანი.