ბიზნესი
16/10/2020

"თბილავიამშენის" ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი საწარმო გაიხსნა

"თბილავიამშენის" ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმო გაიხსნა.  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების მოდერნიზაცია განხორციელდება.  

ახალ საამწყობრო საწარმოში უკვე მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი მი-24 ტიპის შვეულმფრენების რემონტი.

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უახლოეს პერიოდში დასრულდება Su-25 ტიპის თვითმფრინავების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. იგეგმება სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატების რეაბილიტაცია  და მოდერნიზება .

„ინიციატივა საავიაცო უნივერსიტეტის სტუდენტებს უკავშირდება, რომლებიც “დელტასა” და “თბილავიამშენში” ანაზღაურებად სტაჟირებას გადიან, რაც სამომავლოდ სამხედრო მრეწველობის სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვისა და მათი კარიერული განვითარების წინაპირობაა. საწარმოში ამ დარგის დამსახურებული სპეციალისტები გვყავს, რომლებმაც 1000-ზე მეტი Su-25 შექმნეს და მნიშვნელოვანია, რომ მათი გამოცდილება ჩვენს სტუდენტებს გადაეცემა“, - განაცხადა საწარმოს გახნისას  თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner