ბიზნესი
26/11/2021
TBC Capital: თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდამ 54% შეადგინა
TBC Capital–ის მონაცემებით, 1-18 ნოემბრის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
2019 წელთან შედარებით, ზრდამ 54% შეადგინა.
ამასთან, 1-23 ნოემბრის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ 6% შეადგინა, 2019 წელთან შედარებით.