"თარგ-ბოქსი" - შეიქმენი პირადი სამკერვალო
„თარგ-ბოქსი“ მომხმარელებს საკუთარი სამკერვალოს შექმნას სთავაზობს. როგორც ბრენდის დამფუძნებელი ეკა ღლონტი ამბობს, იდეა კარანტინის პერიოდში გაჩნდა, რადგან ხელსაქმისთვის საჭირო ნივთები სახლიდან გაუსვლელად ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
„კარანტინის პერიოდში, თარგ-ბოქსი იდეალური გამოსავალი აღმოჩნდა. თუმცა ვფიქრობთ, პანდემიის დასრულების შემდეგაც დიდი კომფორტი იქნება მომხმარებლისთვის, როცა სასურველი პროდუქტის შეძენა ელექტრონულად შეეძლებათ და პირდაპირ სახლის კართან მივუტანთ. ერთი ყუთის ფასი 50 ლარია. ყოველ თვე ახალი ბოქსი იქნება, რაც ნიშნავს განსხვავებულ ქსოვილებს და თარგებს. ყუთში მოთავსებულია ერთი ან მეტი თარგი. ორი მეტრი ქსოვილი, გამოჭრისა და კერვისთვის საჭირო ინსტრუმენტები, გასაფორმებელი ატრიბუტები, საინფორმაციო ბუკლეტი, თარგის გამოყენების (აგების) ინსტრუქცია,“ – აღნიშნავს ეკა ღლონტი.
„თარგ–ბოქსის“ წარმოამდგენლის თქმით, სამომავლო გეგმაში ვებ–გვერდის დამატებაა, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს პროდუქტის გამოწერას. ასევე, ბოქსის შიგთავსის გამრავალფეროვნება და საინტერესო სიახლეების შეთავაზება მომხმარებლისთვის.
„პროექტი ჯერ საპილოტე ეტაპზეა, ვიღებთ მონაწილეობას საფონდო კონკურსში გრანტის მისაღებად. ამ ეტაპისთვის საინვესტიციო ღირებულება მინიმალურია,“ – ამბობს„თარგ–ბოქსის“ იდეის ავტორი.