ბიზნესი
28/12/2022

თამარ არჩუაძე: ქუთაისის აეროპორტის Duty Free-ს პროექტის საინვესტიციო ღირებულება €1 მლნ-ია

ქუთაისის აეროპორტის გამფრენ მგზავრები, საქართველოში პირველი ე.წ. Walk-through კონცეფციის Duty free-ით სარგებლობას შეძლებენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Duty free-ს საინვესტიციო ღირებულება მილიონი ევროა.

"განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ე.წ. Walk-throughDuty Free თანამედროვე და საუკეთესო პრაქტიკაა მსგავსი ტიპის ბიზნესში. საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პირველია, სადაც ასეთი ტიპის კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის სივრცე მოეწყო. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია და აეროპორტში ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელი. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ მილიონი ევრო შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი არამხოლოდ ჩვენი აეროპორტისთვის, არამედ იმერეთის რეგიონისთვისაც," - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) დირექტორმა თამარ არჩუაძემ DUTY FREE-ს გახსნაზე.

მისივე თქმით, კომპანია ATU DUTY FREE-ს აქვს დიდი გამოცდილება ევროპის მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მოწყობისა და ოპერირების მიმართულებით. სივრცე  დაყოფილია ორ ნაწილად: კონცეპტუალურად  ერთ-ერთი მათგანი ქართულ პროდუქციას ეთმობა, რაც ქართველი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. 

"ვიმედოვნებთ, ATU DUTY FREE-თან ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრაქტორია და აეროპორტში ერთ-ერთი დიდი დამსაქმებელი", - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ქუთაისის აეროპორტის თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში-მ ATU DUTY FREE 30 ადამიანი დაასაქმა, რომელთა რაოდენობაც ზაფხულისთვის 50-მდე გაიზრდება. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზის 568 კვ.მეტრზე მოწყობილი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე  ორ ნაწილად არის დაყოფილი: კონცეპტუალურად  ერთ-ერთი მათგანი ქართულ პროდუქციას ეთმობა, მეორე კი საერთაშორისო ბრენდებს.