ბიზნესი
20/01/2021
ტაქსის მძღოლებისთვის PCR ტესტირება სავალდებულო იქნება
ტაქსის ნებისმიერი კატეგორიის მძღოლი ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო PCR ტესტირებას დაექვემდებარება.
კახა კალაძის თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „თბილისის ტაქსის“, როგორც A, ისე B კატეგორიის მძღოლების ტექსტირება მოხდება.
მისივე თქმით, დედაქალაქში დაფიქსირდა სამწუხარო შემთხვევები, როდესაც ტაქსის დაინფიცირებული მძღოლები მუშაობას განაგრძობდნენ.
„იმისთვის, რომ ვიყოთ დაზღვეული, მნიშვნელოვანია, რომ ტაქსის მძღოლების PCR ტექსტირება მოხდეს ორ კვირაში ერთხელ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
შესაბამის სამართლებრივ ცვლილებებს თბილისის მერია დასამტკიცებლად საკრებულოში წარადგენს. პროცესზე მონიტორინგს დედაქალაქის მერია და ცენტრალური ხელისუფლება ერთობლივად განახორციელებენ.