ბიზნესი
27/01/2021
ტაქსებისთვის ტექინსპექტირებაზე კონტროლი მკაცრდება - კალაძე მძღოლებს აფრთხილებს
ლიცენზიის მქონე ტაქებისთვის ტექინსპექტირებაზე კონტროლი მკაცრდება. კახა კალაძე ტაქსის მძღოლებს აფრთხილებს, რომ თუ ავტოსატრანსპორტო საშულებებს სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას არ გაატარებენ, ტაქსის ნებართვა გაუუქმდებათ. ა
„თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთი პირობაა სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება“, - განაცხადა მერმა.
კახა კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლებს პანდემიის პირობებში მიეცათ შეღავათი ტექნიკური ინსპექტირების გარკვეული დროით გადავადების სახით, თუმცა ეს ვადა უკვე ამოწურულია.
ტაქსის მძღოლებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება თბილისის მერმა ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაავალა.