ბიზნესი
26/10/2020
თაფლიანი წყალი "ზიპი" სუპერმარკეტებში გამოჩნდება
„ზიპი“ მსხვილ სუპერმარკეტებში გაიყიდება. მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია რამდენიმე ქსელურ მაღაზიასთან, მათ შორისაა "სმარტი".
„ზიპი“ ქართული წარმოების თაფლიანი წყალია და მზადდება ქართული ნედლეულით.
საცდელი პარტია 30 000 ბოთლი იყო, თუმცა მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე უახლოეს პერიოდში ახალი პარტიის წარმოება იგეგმება.
საწარმო, რომელიც ჩარგალში მდებარეობს პირველ ეტაპზე 20-მდე ადამიანს ასაქმებს, თუმცა სატესტო რეჟიმის დასრულების შემდეგ გაფართოება და პროდუქტის ექსპორტზე გატანა იგეგმება.
სტარტაპერების განმარტებით, ახალი სასმელის გამოშვების ერთ-ერთი მიზანი მეფუტკრეეებისთვის თაფლის რეალიზებაში დახმარებაა. ადგილობრივებისგან შეძენილი თაფლი ჩამოსხმამდე ლაბორატორიულ შემოწმებას გადის.