ბიზნესი
07/08/2020

სვანეთში "გრაპა მესტია" მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში  მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული კომპანია განახორციელებს.

მისივე თქმით, ახალი რეგულაციების შედეგად შეიცვალა ტექნიკური პარამეტრები, რომელმაც შესაძლოა პროექტის გადაკეთება გამოიწვიოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ტექნიკური საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. მინდია გურგენიძის განცხადებით, დიდი ალბათობით სასტუმროს მშენებლობა 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყება.

ჰაწვალზე, 20 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყობა მაღალი კლასის სპა-ცენტრები და  კლასის რესტორნები. მშენებლობის პერიოდი 2 წელს მოიცავს. მისი საინვესტიციო ღირებულება კი 10 მილიონი ლარია.

კომპანია კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს. მინდია გურგენიძის თქმით, კომპანიამ შეისყიდა შესაბამისი ტერიტორია ციხისძირში. მზადდება პროექტი, რომელიც მოიცავს სასტუმრო კომპლექსს.

„ტერიტორია მოყვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან ახლოს, შესაბამისად,პროექტის დამტკიცება ცოტა გაურკვეველია როგორ მოხდება“, - აცხადებს გურგენიძე.

როგორც ცნობილია, პროექტი მოიცავს ორი ტიპის საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროს, კაზინოს, რესტორანს და სხვა გასართობ ობიექტებს. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023