ბიზნესი
24/10/2020

"სუხე“ - ბაზარზე ქართული ავეჯის ახალი ბრენდი გამოჩნდა

ბაზარზე ქართული ავეჯის მწარმოებელი ახალი ბრენდი გამოჩნდა. „სუხე“ საყოფაცხოვრებო ავეჯისა და სუვენირების დამზადებით არის დაკავებული. საწარმო ეკოლოგიურად სუფთა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხის ნატურალური პროდუქტების შექმნაზეა ორიენტირებული.

საწარმოს დამფუძნებლის განმარტებით, ეს ორიენტირი მათ ადგილობრივ ბაზარზე ფეხის მოკიდების გარდა, ექსპორტზე გასვლის შესაძლებლობასაც აძლევს.

პირველ ეტაპზე ავეჯის შერჩევა ონლაინ სივრცეში და თბილისში მდებარე შოურუმშია შესაძლებელი, თუმცა დამფუძნებლები გაფართოვებას და რეგიონებში გასვლასაც გეგმავენ.