ბიზნესი
07/08/2020

"სტუდენტ ჰაუსი" თბილისსა და ბათუმში მრავალფუნქციურ სტუდენტურ საცხოვრებლებს ააშენებს

საქართველოში საერთაშორისო კომპანია „სტუდენტ ჰაუსი“ შემოდის. 

კომპანიის დაკვეთით გლდანში, ნოზაძის ქუჩაზე სპეცტექნიკამ ტერიტორიის გასუფთავება და სამშენებლო პროცესისთვის მომზადება უკვე დაიწყო. 

„სტუდენტ ჰაუსი“ საქართველოში, პირველი, მრავალფუნქციური სტუდენტური საცხოვრებელი კომპლექსი იქნება, რომელიც სპორტული გამაჯანსაღებელ, რეკრეაციულ, სწრაფი კვების, გასართობ და სასწავლო სივრცეებს გააერთიანებს. მოგვარებულია ლოჯისტიკის საკითხიც ტერიტორიიდან ყველა უნივერსიტეტის მიმართულებით ავტობუსი იმოძრავებს.

„სტუდენტ ჰაუსის“ პროექტის მენეჯერი საქართველოში როზა როხვაძე ამბობს, რომ გლდანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ერთადერთი ლოკაცია არ არის. ჭკვიანი სახლის ბაზაზე აგებული პროექტი ხუთ სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისსა და ბათუმში განხორციელდება. "პირველი სტუდენტური კომპლექსი დიღომში უკვე დასრულებულია. დარჩენილია მხოლოდ შიდა სამუშაოები და პირველი სტუდენტის მისაღებად რამდენიმე თვეში იქნება მზად", - ამბობს როხვაძე. 

ინვესტორის განმარტებით, მსგავსი მასშტაბების პროექტის საქართველოში განხორციელება უსაფრთხო გარემოს და მსოფლიოში საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის პოპულარობის ზრდით არის  განპირობებული.

160 მილიონიან ინვესტიცია ხუთივე ლოკაციაზე 5000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.