ბიზნესი
01/05/2020
სწრაფი კვების ობიექტებიდან თბილისში McDonalds-ს ირჩევენ – როგორი არჩევანი აქვთ სხვაგან
საქართველოს დედაქალაქში მომხმარებელი სწრაფი კვების ობიექტებიდან McDonalds-ს ირჩევს.
საკონსულტაციო კომპანია Gamma-ს კვლევის მიხედვით, თბილისელ მომხმარებელთა 52% სწორედ McDonalds-ს ირჩევს, 12% Wendy’s-ს, 7% – KFC-ის.
Gamma-მ კვლევა სხვადასხვა ქვეყნის მთავარ ქალაქებში ჩაატარა, რომლის თანახმად McDonalds უდავო ლიდერია ყველგან, გარდა ყაზახეთისა, სადაც კომპანია 2016 წელს გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი 8 ქალაქიდან თბილისში McDonalds-ს ყველაზე მაღალი წილი უკავია.