სტატია მანანა ახვლედიანზე ჟურნალში «LADIES DRIVE» - ბიზნეს ჟურნალი ძლიერი ქალბატონებისთვის
ბიზნეს ჟურნალი ქალბატონებისთვის სახელწოდებით «Ladies Drive» წელიწადში ოთხჯერ გამოდის გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში და მოგვითხრობს ქალებზე, რომელთაც ბევრი აქვთ სათქმელი.
2020 წლის შემოდგომის ნომერში ვიხილავთ მანანა ახვლედიანს, რომელიც 2018 წლიდან BPN Georgia - ის პროგრამის მონაწილეა. ჩვენ მოხარული ვართ ქართველი ძლიერი ქალბატონის ამ გამოცემაში მოხვედრით და პროფესიულ წარმატებას ვუსურვებთ მას.
გერმანულად გამოცემული სტატიის თარგმნილი ვერსია:
მადამ ვაინი. Madam Wine
ვინ გამოიგონა? ფრანგებმა არა, არც იტალიელებმა ან ესპანელებმა. მითუმეტეს არც შვეიცარიელებმა. ღვინის აკვანი საქართველოშია. აქ უკვე 8’000 წელია 525 ენდემური ჯიშის ვაზს აშენებენ. როცა საქმე ღვინის მოყვარულთათვის მადის აღძვრას ეხება, ამ საქმიანობაში მთელი გულით ერთი მეღვინე ქალბატონი ერთვება. მან არც მეტი არც ნაკლები მიზნად დაისახა ქართული ღვინის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით და განსაკუთრებული მონდომებით გვთავაზობს ღვინოს ქალბატონებისთვის. ნება გვიბოძეთ წარმოგიდგინოთ მადამ ვაინი - მანანა ახვლედიანი. მას გაუმარჯოს!
მსოფლიო რიგით მეორე უმნიშნელოვანესი საექსპორტო პროდუქტია. არა მხოლოდ რუსეთში სარგებლობს ქართული ღვინო დიდი პოპულარობით,ისე "ნატურალური ღვინოებისადმი" და ქართული ტრადიციული მეღვინეობისადმი მზარდი ინტერესი ხელს უწყობს ქართული ქვევრის მშრალი ღვინის ამერიკაზე და ევროპის ბაზარზე და შვეიცარიაში ფეხის მოკიდებასაც.
სწორედ ამ პროცესებშია ჩართული მანანა ახვლედიანი. ის თბილისში გაიზარდა მშენებელ ინჟინერის და პედაგოგის ოჯახში „ნაბოლარა, განებივრებულ ბავშვად“ - როგორც თავად აღნიშნავს. მისი ბაბუა მეღვინე იყო და შვილიშვილებს ყოველთვის ასწავლიდა ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდს. მანანას ბავშვობიდანვე სადავეები ეკავა ხელში. 4 წლის ასაკში გამოდიოდა თეატრის სცენაზე, კონცერტებს ორგანიზებას უწევდა და რეჟისორობაზე ოცნებობდა, მაგრამ მისი გეგმები მამის გარდაცვალებით დაიმსხვრა და მანანას პეტერბურგში უზრუნველი სტუდენტური ცხოვრების დათმობა და დედასთან, მის სამშობლოში, მისი ბაბუის ფესვებთან დაბრუნება მოუწია.
თავდაპირველად ის სკოლაში მუშაობდა და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც კი ჩაერთო. 90 - იანი წლების საქართველოში ომი, შიმშილი და უპერსპექტივობა მძვინვარებდა. „ჩვენ დაკარგულ თაობას გვეძახდნენ, რადგან არ შეგვეძლო თვითრეალიზაცია, მაგრამ მე მაინც ვაგრძელებდი საკუთარი თავის შემეცნებას“. შემთხვევითობის წყალობით მანანა 2’000 წელს ღვინის ქარხანაში მოხვდა, სადაც მან ბაბუის ტრადიციები განაგრძო. აქედან იწყება მისი, როგორც მეღვინე ქალის უნიკალური ისტორია.
„მეღვინეობა კაცის საქმეა? რატომ ვითომ?!“
მანანამ საკუთარი საწარმო მოკრძალებული დანაზოგით და მემკვიდრეობით მიღებული სამკაულების გაყიდვით დააარსა. თავდაპირველად ის სხვადასხვა მეღვინეების ღვინოებს უწევდა რეალიზაციას. ღვინის წარმოება საქართველოში კაცის საქმედ ითვლებოდა. „მე ეს სტერეოტიპი დავამსხვრიე!“ ამბობს ის ღიმილით. მან შექმნა ბრენდი ,,მადამ ვაინი (Madam Wine)“ და დღემდე წარმატებით აწარმოებს ღვინოებს ქალებისთვის. „მე მხოლოდ ის ქალები მყავს დასაქმებული, რომელთაც უყვართ ღვინის ფენომენი. ქალს განსაკუთრებული აღქმა აქვს ღვინის. ის მეტი სინაზით და გრძნობით ეპყრობა მას, „ამიტომაც მსოფლიოს საუკეთესო ენოლოგებად ქალები ითვლებიან“. ,,ქალი ღვინოსავითაა - იდუმალი, გულღია, ხალისიანი, მაგრამ ასევე მკაცრი და ამოუცნობი“ - ამბობს მოწოდებით მეღვინე მანანა, რომელმაც ამასობაში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საზღვარგარეთის ბაზარზეც გაითქვა სახელი ,,ქალების ღვინის“ წარმოებით.
აიმღვრა? არ არი ეს დანებების მიზეზი.
პირველ წარმატებას უცხოურ ბაზარზე პირველი წარუმატებლობაც მოჰყვა. ერთი დაგეგმილი პროექტი დაფინანსების მიზეზით ჩაიშალა. იმედგაცრუებისგან BPN Georgia -მ (ბიზნეს პროფესიონალთა ქსელმა) იხსნა. ეს ორგანიზაცია მეწარმეებს უტარებს ინდივიდუალურ ქოუჩინგსა და საგანმანათლებლო სემინარებს საწარმოო ეკონომიკის სფეროდან მათი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით. „BPN Georgia - ს ექსპერტებმა გააანალიზეს ჩემი საწარმოს ფინანსები, რისკები და მარკეტინგი და მასწავლეს სოლიდური ბიზნეს გეგმის შედგენა“.
რამდენიმე შემოძახილის და ექსპერტების რჩევების შემდეგ ,,მადამ ვაინი“ ისევ წარმატების გზას დაადგა. „BPN Georgia - ს რჩევებით შთაგონებულმა და საერთაშორისო ღვინის გამოფენაზე წარმატებით მოტივირებულმა ქართველ ქალ მეღვინეთა პირველი გამოფენა მოვაწყე და მონაწილეობა მივაღებინე 12 ქართველ მეღვინე ქალს ჰოლანდიასა და ბელგიაში კონფერენციაში - „ქალი ღვინის ბიზნესში 2019“. შემდეგ წელს ეს კონფერენცია საქართველოში ტარდება. სულის ჩამდგმელი აქაც მადამ ვაინი - იგივე მანანა ახვლედიანი იქნება. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო.
უშიშარი და ჩაფიქრებული
მანანა თავის კარიერას თვალს რომ ადევნებს, თვლის, რომ ადამიანი ცხოვრების რამდენიმე მონაკვეთს გადის და ყველა ეტაპზე სხვადასხვაგვარია. „ეს მეც მეხება. მრავალფეროვნება დამეხმარა საკუთარი თავის პოვნაში. თვითშემეცნება ადამიანის ყველაზე დიდი მიღწევაა“.
საკუთარი თავის ძიებამ ღვინომდე მიიყვანა. „მე მივხვდი, რომ მივაღწიე ნაპირს. საქართველო ღვინის ქვეყანაა. ჩვენ ვაზი ცოცხალ არსებად მიგვაჩნია, რომელსაც სული აქვს. როცა ვაზს უჭირს, ვგლოვობთ, როგორც ადამიანის გარდაცვალებისას. ვაზი ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური და სულიერი სიძლიერის ხერხემალია“.
მისი შემდგომი პროექტი? რა თქმა უნდა უკვე დაგეგმილია. „ის ხელს შეუწყობს როგორც ჩემი ღვინის, ისე მთელი რეგიონის ღვინოების ცნობადობის გაზრდას“- ამბობს მანანა. გარდა ამისა მას საკუთარი ღვინის საწარმოს გაფართოებაც სურს: აქტუალურად მანანა 4 სახეობის წითელ ღვინოს და როზეს აწარმოებს. დაგეგმილია იშვიათი ჯიშებით ღვინის წარმოებაც. ამ პროექტის განხორციელება მას სტრატეგიულ პარტნიორებთან ან ინვესტორებთან ერთად სურს. ამასთანავე მას კონკურენციის გაწევა უწევს ისეთი წამყვანი ღვინის ქვეყნებისთვის, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი. ,,მე მინდა როგორც ხარისხით, ისე ფასით ღვინის მოყვარულთა გულის მოგება. ერთ რამეს მივხვდი: ასაკს მხოლოდ მაშინ შეუძლია ხელის შეშლა, როცა შინაგანად აღარ იწვი. ბიზნესი გამბედაობა, რისკი და მუდმივად ახალი გზების ძიებაა. ამისთვის აუცილებელია გიყვარდეს და გწამდეს იმის, რასაც აკეთებ“. რა შთააგონებს მანანას? „ერთხელ წავიკითხე, რომ პროგრესი გიჟების საქმეა, რადგან მხოლოდ ისინი არიან გაბედულნი და არ უფრთხიან წარუმატებლობას. მაშ მეც უშიშარი გიჟი ვყოფილვარ. ჩემი საწარმო პატარა ნაკადულივითაა, რომელიც ნელნელა იზრდება, რომ შემდეგ დიდ მდინარეს შეუერთდეს. მაგრამ ეს პატარა ნაკადულიც მომწონს, რადგან ამღვრეული არ არის“.
ამდენი პოეზია მხოლოდ ქალი მეღვინის ბაგეებიდან შეიძლება იღვრებოდეს. „ღვინო ბოთლში მოქცეული პოეზიაა“. ჩვენი მოწიწება მანანას და სხვა მეღვინე ქალებს, რომლებიც საკუთარი პოეზიით გვაჯადოებენ!
დამატებითი ინფორმაცია «Madam Wine» - ის შესახებ იხილეთ: www.madamwine.ge/
თუ თქვენც გსურთ გახდეთ BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე დაგვიკავშირდით დღესვე 599-87-93-41, ან დერეგისტრირდით შემდეგ მისამართზე