სპეცრეისები ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 261 000 ევროთი დაფინანსდება
სარეპატრიაციო რეისებს მთავრობა მაქსიმუმ 261 000 ევროთი დააფინანსებს. მთავრობის განკარგულების მიხედვით, COVOD-19-ის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ჩარტერული რეისები, რომელსაც , რომელსაც ივლისში Myway Airlines-ი და Wizz Air-ი შეასრულებენ, ნაწილობრივი დასუბსიდირდება, ჯამურად - 261,000 ევროს ეკვივალენტი ლარში.
ივლისში სპეცრეისებს, რაც მთავრობის მიერ უკვე ოფიციალურადაა დაანონსებული, კომპანიები 5 რეისს შეასრულებენ. შესაბამისად თითო (ორმხრივი) რეისი ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 52 200 ევროთი დაფინანსდება.
დადგენილებაში ასევე მითითებულია, რომ სუბსიდია მით უფრო მცირე იქნება, რაც უფრო მეტს ბილეთს გაყიდის ავიაკომპანია.
ავიაკომპანია ვალდებულია გაყიდული ბილეთების რაოდენობისა და ღირებულების შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას მიაწოდოს.