ბიზნესი
14/02/2023

Spacebox: "კოსმოსური სიყვარულის" ბოქსი ჩვენი მუდმივი პროდუქტი გახდება

Spacebox-მა სიყვარულის დღესთან დაკავშირებით სპეციალური შეფუთვის სასაჩუქრე ბოქსი შექმნა. 

"ამ დროის განმავლობაში შევქმენით 5 სხვადასხვა დიზაინის კოსმოსური შოკოლადის ყუთი და თითოეული მათგანის დიზაინი არის უნიკალური საქართველოს ბაზარზე. აქვე, გამოვარჩევ სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის შექმნილ "კოსმოსური სიყვარულის" ყუთს, რომელის გაყიდვების მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, გახდება ჩვენი ახალი, მუდმივი პროდუქტი."-ამბობს Spacebox-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ანუკა კაკაბაძე.

პროდუქცია იტალიური შოკოლადით სხვადასხვა გემოსა და ფერის ბურთულები იქმნება, რძიანი შოკოლადით, თხილის შიგთავსით და ა.შ.

აქამდე, თემატური ბოქსები ქალთა დღესასწაულების და ახალი წლის აღსანიშნავად ლიმიტირებული რაოდენობით გამოდიოდა. 

შეგახსენებთ, რომ შოკოლადის ბოქსების ქართული ბრენდი, გემოების დაუვიწყარი მოგზაურობისთვის შეიქმნა და მისი კონცეფცია Spacebox-ი ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა.